„რეალს“ მარსელო უკაპიტნებს
როგორც იცით, სერხიო რამოსმა „რელიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობის პირველი კაპიტანი მარსელო გახდება.
1904 წლის შემდეგ პირველად, სამეფო კლუბის სამკლავურს არა ესპანელი ფეხბურთელი მოირგებს. უკანასკნელად, აღნიშნული პატივი ფედერიკო რევუელტოს ერგო, რომელიც 117 წლის წინ იცავდა „ბლანკოსის“ ღირსებას.
ტრადიციის მიხედვით, მადრიდულ გრანდში პირველი კაპიტნის წოდებას ის მოთამაშე იღებს, რომელსაც ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული თეთრ მაისურში. არსებული მომენტისათვის, ყველაზე სტაჟიანი მადრიდისტას ამპლუას ბრაზილიელი მცველი ირგებს. ეს უკანასკნელი 15 წლის წინ შეუერთდა ესპანელებს, თუმცა ბოლო პერიოდში სათამაშო წუთების სიმწირის გამო, უფრო ხშირად, სამკლავურს ბენზემას მხარზე ვიხილავთ.
MARCA
- 17 ივნისი 2021
- 971
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.