მბაპე ხელფასის 7 მილიონით შემცირებაზე თანახმაა
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ კილიან მბაპესა და მადრიდის „რეალს“ შორის ხელფასზე შეთანხმება მოხდა. ფრანგი წინახაზელი თანახმაა შემოსავალი 7 მილიონი ევროთი შეიმციროს.
სამეფო კლუბი ფრანგისთვის წელიწადში 23 მილიონი ევროს გადახდას ვერ მოახერხებს, ფლორენტინო პერესის მაქსიმუმი 16 მილიონია, რომელსაც კილიანი დათანხმდა.
ლოტინის სურვილი „ბლანკოსში“ თამაშისადმი იმდენად დიდია, რომ მისთვის „პსჟ“ არსებული ხელფასის შენარჩუნება უმთავრესი არ არის.
ესპანური გამოცემები აქტიუყრად იუწყებიან, რომ სამეფო კლუბი მბაპეს ტრანსფერს აგვისტოში დაასრულებს.
- 16 ივნისი 2021
- 2 343
- 6