რამოსის განკარგულებაში 96 საათია
როგორ ჩანს, სერხიო რამოსის კონტრაქტთან დაკავშირებული საგა დასასრულს უახლოვდება.
ABC-ის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ თავის კაპიტანს ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივება და ხელფასის 10 პროცენტით დაქვეითება შესთავაზა. ანდალუსიელ მცველს მხოლოდ 96 საათი აქვს იმისათვის, რომ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
ფეხბურთელის ახლო გარემოცვის წევრების ინფორმაციით, სერხიო ბოლომდე ცდილობდა კლუბისათვის უკეთესი შეთავაზების გამოძალვას, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, „რეალი“ მხოლოდ ზემოთ ხსენებული წინადადებით შემოიფარგლა.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისათვის რამოოს მხოლოდ ერთი მსურველი ჰყავს „პსჟ“-ს სახით და რაც დრო გადის, ფრანგების ინტერესიც იკლებს მის მიმათ.
- 16 ივნისი 2021
- 729
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.