„რეალი“ ლევანდოვსკიში 40 მილიონზე მეტის გადახდას არ გეგმავს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს რობერტ ლევანდოვსკის სამეფო კლუბში ხილვის პერსპექტივა ხიბლავს, მაგრამ 40 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.
გერმანული გამოცემების ცნობით, „ბაიერნს“ მინიმუმ 65 მილიონის მიღება სურს, თუმცა სამეფო კლუბს სხვა პოზიცია აქვს. პერესის აზრით, 32 წლის მოთამაშეში ამხელა თანხის გადახდა სწორი ნაბიჯი არ იქნება.
გერმანელები იუწყებიან, რომ რობერტისთვის ბრძოლაში „პსჟ“ არის დაწინაურებული, თუმცა ყველაფერს თავად ფეხბურთელის პოზიცია აფერხებს, რომელსაც „მერენგებში“ თამაშის ვარიანტი ხიბლავს.
- 14 ივნისი 2021
- 913
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.