ლუკა მოდრიჩმა სანაკრებო რეკორდი დაამყარა
ინგლისის ნაკრებთან მატჩი ლუკა მოდრიჩისთვის რიგითი ნამდვილად არ გახლდათ, მადრიდის „რეალის “ლიდერმა ახალი, სანაკრებო რეკორდი დაამყარა.
ლუკიტა გახდა ისტორიაში პირველი ხორვატი ფეხბურთელი, რომელმაც უმაღლესი რანგის სანაკრებო ტურნირებზე მონაწილეობა 7-ჯერ მიიღო.
მოდრიჩმა ევროპის 4 სხვადასხვა ჩემპიონატზე ითამაშა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი 3-ჯერ გამოვიდა.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ლუკიტა ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზეც დაეხმარება და საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.
- 13 ივნისი 2021
- 2 108
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.