ჰაკიმიმ „პსჟ“-ს უარი უთხრა და „რეალს“ ელოდება
აშრაფ ჰაკიმის სანაცვლოდ „პსჟ“-მ მილანის „ინტერს“ 60 მილიონი ევრო შესთავაზა და იტალიური გუნდიც მზად იყო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მაროკოელ ფეხბურთელს პარიზში გადასვლა არ სურს.
ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მოლაპარაკებები ჩაშლილია და ჰაკიმი მაურისიო პოჩეტინოს გუნდში არ ითამაშებს. რომანო ასევე აცხადებს, რომ ასპარეზზე „ჩელსიც“ გახლავთ გამოსული, თუმცა აშრაფს არც „არისტოკრატებში“ თამაშის პერსპექტივა ხიბლავს.
ჰაკიმის მიზანი სამეფო კლუბში დაბრუნებაა. მაროკოელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა თავისუფლად შეუძლია და ის მშობლიურ კლუბს უნდა დაუბრუნდეს.
თავის მხრივ, „ინტერს“ „რეალის“ ვალი აქვს, ამ გუნდს ჰაკიმის სანაცვლოდ გადასახდელი თანხის მხოლოდ 30% აქვს დაფარული, რაც ფლორენტინო პერესის ამოცანას ამარტივებს.
- 13 ივნისი 2021
- 1 180
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.