ხამეს როდრიგესი:„არამგონია „რეალში“ დავბრუნდე“
ხამეს როდრიგესმა მადრიდის „რეალში“ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.
„კარლო ანჩელოტი ჩემი დიდი მეგობარია. იტალიელ სპეციალისტს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დამრიგებელია. ის ბევრჯერ დამეხმარა და სწორ გზაზე დამაყენა.“
„„რეალში“ დაბრუნება? არ ვიცი, არამგონია. ვფიქრობ, რომ სამეფო კლუბი წარსულში დარჩა და სხვა რეალობაში ვარ.“
„ამერიკის შეერთებული შტატები? არ გამოვრიცხავ, რომ დადგეს დრო, როდესაც ევროპულ ფეხბურთს დავტოვებ და ამერიკაში გავემგზავრები.“
- 13 ივნისი 2021
- 945
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.