მარსელოს „ლიდსმა“ 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა
„ლიდს იუნაიტედი“ მარსელო ვიეირას თანამშრომლობას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს კარიერიას გაგრძელება ევროპაში არ აქვს განსაზღვული, „ლიდსი“ დარწმუნებულია, რომ წინადადება საინტერესო იქნება.
ბრაზილიელ ფეხბურთელს 3 წლიან კონტრაქტს და წლიურად 6.5 მილიონ ევრომდე სთავაზობენ. გასული კვირების განმავლობაში ვიეირასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ვიცე-კაპიტანს „რეალში“ კიდევ 1 წლით დარჩენა სურს და მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა კარლო ანჩელოტიმ მოახდინა.
ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ „ლიდსის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელს პირადად დაუკავშირდა და ინგლისში არსებული გარემო გააცნო.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ ინგლისური გუნდი სამეფო კლუბს მარსელოს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
- 13 ივნისი 2021
- 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.