ანჩელოტი ვინისიუსს შანსს მისცემს და სპეციალურ პროგრამას შეუქმნის
ვინისიუს ჟუნიორს კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის პირობებში ბევრი მუშაობა მოუწევს. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კარში დარტყმის კომპონენტი მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს.
კარლიტო ვინისთვის სპეც.პროგრამის შექმნას აპირებს, რომლის შესრულებაც ბრაზილიელს „რეალის“ ვარჯიშების შემდეგ მოუწევს. გამოდის, რომ ვინი უფრო მეტად დაიტვირთება, ვიდრე სხვ აფეხბურთელები.
ანჩელოტი მიიჩნევს, რომ პრობლემა დაუძლეველი არ არის და უამრავი მაგალითი მოჰყვას. თავის დროზე, ვერც რაჰიმ სტერლინგი, მუჰამედ სალაჰი და სხვა ვარსვკალავები ვერ იწონებდნენ თავს კარგი დარტყმით, თუმცა დიდი მუშაობის შედეგად პრობლემები მოაგვარეს.
„რეალის“ დამრიგებლის აზრით, თუ ვინისიუსი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ის „ბლანკოსის“ ლიდერის ფუნქციებს ვერ შეითავსებს, ამიტომ ჟუნიორს დიდი მუშაობა მართებს.
- 13 ივნისი 2021
- 1 306
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.