კრასნოდარი მარიანოს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ მარიანო დიასის სანაცვლოდ საინტერესო შეთავაზება მიიღო, რომელიც 30 მილიონიანია.
„კრასნოდარი“ მზად არის, თავდამსხმელში საკმაოდ მიმზიდველი თანხა გადაიხადოს, მაგრამ ესპანელები იუწყებიან, რომ აღნიშნულ კლუბში თამაში თავად მარიანოს არ სურს და მისი მიზანი მაღალი დონის ჩემპიონატში ასპარეზობაა.
მარიანოს მიმართ ინტერესს გასულ წელს „რომა“ და „მილანიც“ იჩენდნენ, ასევე აქტიურობდა „სევილიაც“, თუმცა საბოლოო ჯამში დიასი არსად არ წასულა.
პერესის მიზანი თავდამსხმელის მაქსიმალურად დიდ ფასში გაყიდვაა, თუმცა პრეზიდენტი აუცილებლად გაითვალისწინებს ფეხბურთელის აზრს.
- 13 ივნისი 2021
- 672
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.