ჰაკიმის „რეალში“ დაბრუნება სურს
მილანის „ინტერში“ ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. იტალიური კლუბი იძულებულია, რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს, რათა ფინანსურ პრობლემებს ნაწილობრივ მაინც დააღწიოს თავი. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ნესაძური“ ლაუტარო მარტინესის 55 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს, სულ რაღაც 1 წლის წინ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვდა.
ზემოაღნიშნულის პარარელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ინტერი“ აშრაფ ჰაკიმისაც ყიდის, მსურველი კი ფრანგული „პსჟ“ გახლავთ, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონზე მეტის გადახდას გეგმავს.
თავის მხრივ, მაროკოელ ფეხბურთელს მადრიდის „რეალში“ დაბრუნება სურს და „ინტერის“ ხელმძღვანელობას სთხოვს, რომ ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
ასევე აღსანიშნავია, რომ „შავ-ლურჯებს“ „რეალისთვის“ ჰაკიმის საერთო სატრანსფერო თანხის მხოლოდ 30% აქვთ გადახდილი, ხოლო დანარჩენის გადახდის ვალდებულება 2021 წლის ბოლომდეა განსაზღვრული, რამაც შესაძლოა მაროკოელის ესპანეთში დაბრუნებას ხელი შეუწყოს.
- 12 ივნისი 2021
- 1 538
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.