El Confidencial - რამოსის საკითხი „რეალისთვის“ დახურულია
El Confidencial-ის ინფორმაციით, სერხიო რამოსის საკითხი მადრიდის „რეალისთვის“ დახურულია. ვითარება საკმაოდ რთულია, რაც ესპანელი ფეხბურთელის ბოლო თვეების ქმედებებმა გამოიწვია. სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კაპიტანთან შეხვედრასაც არ გეგმავს.
აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, სერხიო „ბლანკოსში“ დარჩენის მცირე შანსს მაინც შეინარჩუნებს, თუ ხელმძღვანელობასთან თავად გამოჩნდება და აღიარებს, რომ მისი ქმედებები სამეფო კლუბის წინაშე სწორი არ იყო.
„რეალის“ პოზიცია შეუცვლელი და ურყევია. კლუბი ყოველთვის ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას და არ შეიძლება, რომ მსგავსი ქმედებებით თავი გამოიჩინოს ისეთი დონის ფეხბურთელმა, როგორიც სერხიოა.
El Confidencial იუწყება, რომ ესპანეთში სხვა პროგნოზები იყო, თანაც მას შემდეგ, რაც რამოსმა პოზიცია შეცვალა და 1 წლიან კონტრაქტს დათანხმდა, თუმცა „ბლანკოსმა“ პრინციპულობა აჩვენა და ყველას დაანახა, რომ ფეხბურთელების „გამოხტომებს“ ასე მარტივად არ მიიღებს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 12 ივნისი 2021
- 1 767
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.