ლოპეტეგი:„„რეალში“ ყოფნის გარკვეული პერიოდი კოშმარად იქცა“
ჟულიენ ლოპეტეგიმ მადრიდის „რეალში“ დანიშვნასა და გატარებულ მოკლე ხანზე კომენტარი გააკეთა. უკვე 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანელმა სპეციალისტმა ეროვნული ნაკრები სრულიად მოულოდნელად დატოვა და სამეფო კლუბს ჩაუდგა სათავეში.
„„რეალი“ ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, სწორედ ამიტომ დავემშვიდობა „ფურია როხას“ და საკლუბო კარიერა გავაგრძელე. ვთვლიდი, რომ შესაბამისი კომპეტენცია მქონდა და პოზიცია არც ახლა შემიცვლია.“
„ზიდანის და რონალდუს წასვლის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები იყო საჭირო და ჩვენ ახალ რეალობაში უნდა გვეთამაშა. ვმუშაობდით ახალ სქემასა, ახალ ელფერზე და ასე შემდეგ.“
„პრე-სეზონი და პირველი თვეები შესანიშნავად წარიმართა და დიდი გეგმები მქონდა, თუმცა როგორც კი პატარა პრობლემა გამოჩნდა, სრულიად ესპანური პრესა ჩვენ გვიტევდა. ეს იყო ერთგვარი კოშმარი, როგორც ჩემთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის. მშვიდად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ, რაც გუნდის თამაშის ხარისხზე აისახებოდა.“
„„ბლანკოსიდან“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებამ ეს ქაოსიც დაასრულა. სამწუხაროა, რომ თანამშრომლობა ხანგრძლივი არ იყო, მაგრამ ვთვლი, რომ გუნდის წარმატებამდე მიყვანა შემეძლო.“
„სამეფო კლუბს რა თქმა უნდა დიდ პატივს ვცემ და ყველგან წარმატებას ვუსურვებ. ჩემი დამოკიდებულება არასდროს შეიცვლება.“
- 12 ივნისი 2021
- 1 380
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.