დავიდ ალაბა „რეალის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია
დავიდ ალაბა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტ ტიტულს ფლობს. ავსტრიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 27 თასია და 5-ით აღემატება ყველაზე ტიტულოვან მადრიდელს სერხიო რამოსის სახით. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით დიდი წარმატებები აქვთ დაფიქსირებული, თუმცა ტიტულების საერთო რაოდენობის სტატისტიკით ალაბა იწონებს თავს.
დავიდი არც ისე ასაკოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მან „ბაიერნთან“ ერთად უამრავი ჯილდოს მიღება შეძლო. 10 ბუნდესლიგა, 6 გერმანიის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერთასი და 5 გერმანიის სუპერ თასი. ეს ყველაფერი ალაბას მონაგარია.
სამეფო კლუბში ახლა ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე დავიდია, მას შემდეგ კი არიან სერხიო რამოსი - 22 თასით, მარსელო - ასევე 22 თასით, კარიმ ბენზემა 19 თასით, რაფაელ ვარანი 18 თასით, ისკო ალარკონი 16 თასით, კარვახალი ასევე 16 თასით და სხვები.
იმედი ვიქონიოთ, დავიდის მადრიდული კარიერაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც მიუნხენური იყო.
- 12 ივნისი 2021
- 803
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.