„რეალმა“ რაფაელ ვარანს ფასი დაადო
მადრიდის „რეალი“ რაფაელ ვარანს ყიდის. მას შემდეგ, რაც ფრანგმა ფეხბურთელმა ფლორენტინო პერესის შეთავაზებას საერთოდ არ უპასუხა,ა „ბლანკოსმა“ მისი გაყიდვა გადაწყვიტა. მადრიდში მიაჩნიათ, რომ ფრანგს ესპანეთში დარჩენა აღარ სურს, მის სურვილს კი აღარავინს შეეწინააღმდეგება.
ახლა „ბლანკოსის“ ინტერესში ვარანის ევროპის ჩემპიონატზე კარგი გამოსვლაა, რათა მისი ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს და პოპულარული გახდეს.
სამეფო კლუბს რაფაელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღება სურს, მის შემცვლელად კი „სევილიას“ დაცვის ლიდერს, ჯულს კუნდეს განიხილავს.
ფლორენტინო პერესის აზრით, ვარანის შეცვლა დავიდ ალაბასაც შეუძლია, თუმცა კარლო ანჩელოტი ამ ვარიანტს ყველაზე ბოლოს განიხილავს და საწყის ეტაპზე ავსტრიელი ფეხბურთელის ნახევარდაცვასა და დაცვის მარცხენა ფლანგზე გამოყენებას გეგმავს.
- 12 ივნისი 2021
- 999
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.