ბეილი:„გადაწყვეტილება „რეალთან“ დაკავშირებით უკვე მივიღე“
გარეთ ბეილმა შვეიცარიის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ყველაფერს გავაკეთებ უელსის ნაკრების წინსვლისთვის. მიხარია, რომ აქ ვართ და ევროტურნირზე ასპარეზობა შეგვიძლია. მეტოქე საკმაოდ ძლიერია, ამიტომ ყურადღებით თამაში და მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს.“
„ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ახლაც ასე იქნება.“
„„რეალთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ამას მას შემდეგ გამოვაცხადებ, როდესაც ევროპის ჩემპიონატს დავასრულებ.“
- 12 ივნისი 2021
- 6 210
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.