მბაპე:„არ ვიცი, არის თუ არა „პსჟ“ ჩემთვის საუკეთესო ადგილი“
კილიან მბაპემ მომავალთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა საფეხბურთო პუბლიკა იმაში, რომ ფრანგის „პსჟ“-დან წასვლა სავსებით შესაძლებელია.
„პარიზში თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერიც ვარ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად არის „პსჟ“ ჩემთვის საუკეთესო ადგილი. არ ვიცი, რას მივაწერო აღნიშნული გარემოება, ალბათ ასაკს, გამოუცდელობას და ასე შემდეგ.“
„საკუთარ თავს უნდა მივცე იმის შესაძლებლობა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო, ეს საკმაოდ რთული არჩევანი იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი ის არის, რომ სწორი პოზიცია ავირჩიო.“
„ერთი რამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, მე „პსჟ“-ს დიდ პატივს ვცემ და კლუბის დატოვების შემთხვევაში, ეს ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდება.“
„ყველაფერს ვაკეთებ პარიზული კლუბისთვის წარმატებისთვის და ვიცი, რომ პოჩეტინოს პროექტი ჩემთან ერთად და ჩემს გარეშე განსხვავებული იქნება, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველაფერი შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს.“
„„რეალი“? ამ კლუბს დიდი ხანია მაკავშირებენ. ჯერ კიდევ „მონაკოში“ ასპარეზობის დროს მიწინასწარმეტყველებდნენ სამეფო კლუბში გადასვლას, თუმცა მაშინ ოპტიმალური გამოსავალი სამშობლოში დარჩენა იყო.“
- 12 ივნისი 2021
- 4 735
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.