ვინ იქნება ანჩელოტის ასისტენტი?
კარლო ანჩელოტის თამაშემწის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია.
თავდაპირველად, ივარაუდებოდა, რომ იტალიელ სპეციალისტს თავისივე ვაჟი, დავიდე ანჩელოტი გაუწევდა ასისტენტობას, როგორც ეს „ნაპოლისა“ და „ევერტონში“ მუშაობის დროს ხდებოდა, თუმცა, კლუბის სურვილია, პაპა კარლოს გვერდით „რეალის“ ყოფილი მოთამაშე იხილოს. საუბარია, ალვარო არბელოაზე, რომელიც კლუბის ერთ-ერთ ასაკობრივ შემადგენლობას მოძღვრავს და ამასთანავე ფლობს „უეფას“ პრო ლიცენზიას.
ამ მომენტისათვის არსებული ინფორმაციით, „რეალის“ საწვრთნელ შტაბში, ანჩელოტის გარდა, ანტონიო პინტუსი და ფრანჩესკო მაური იქნებიან (ორივე ფიტნესის მიმართულებით).
AS
- 11 ივნისი 2021
- 2 068
- 23