ანჩელოტი გილას აკვირდება
სამეფო გუნდში დაბრუნების შემდეგ, კარლო ანჩელოტი აქტიურად ეცნობა კლუბის აკადემიის ფეხბურთელების შესაძლებლობებს.
AS-ის ინფორმაციით, იტალიელი დამრიგებლის ფავორიტებში ადგილი დაიდო ცენტრალურმა მცველმა, მარიო გილამ, რომელიც ბარსელონაშია დაბადებული. 20 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც გასულ წელს უარი თქვა „სასუოლოში“ კარიერის გაგრძელებაზე, სამწუხაროდ ვერ მოიგო ზიდანის გული და შესაბამისად, მას პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. ფრანგი სპეციალისტი ვიქტორ ჩუსტიზე ჩამოდიოდა ფსონს.
ანჩელოტის დაგეგმილი აქვს, რომ გილა პრე-სეზონის განმავლობაში დაქვემდებარებაში ჰყავდეს და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებას მისი დაწინაურების შესახებ. კარლიტოზეა დამოკიდებულია ფეხბურთელის მომავალი, ვინაიდან, თუ მარიომ მწვრთნელის დარწმუნება ვერ მოახერხა, შემდეგი სეზონიდან კვლავ „რეალ მადრიდ კასტილიაში“ დარჩენას აღარ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ გილა მაღალ ცენტრალურ მცველთა რიგებს არ მიეკუთვნება (184 სმ.), თუმცა საკმაოდ სწრაფია, აქვს კარგი დარტყმა და მეტად სახიფათოა საჯარიმო დარტყმების დროს.
AS
- 11 ივნისი 2021
- 1 034
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.