კროოსი: „ის ჩემს კარიერაში საუკეთესო კაპიტანია“
ტონი კროოსი გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება. 15 ივნისს, ლიოვის შეგირდები „მამლებს“ დაუპირისპირდებიან. „რვიანმა“ გამართულ პრესკონფერენციაზე თანაგუნდელის შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, მადრიდის „რეალში“ რამოსის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტი იქნება. სერხიოს კონტრაქტის ვადა სულ რაღაც 20 დღეში ეწურება და არვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ განვლილი 8 წლის განმავლობაში მასთან ერთად მოედანზე ყოფნა დიდი სიამოვნება იყო და იმედი მაქვს, კიდევ არა ერთხელ მომეცემა ამის საშუალება.“
„ის ყოველთვის იყო დიდებული თანაგუნდელი. ვფიქრობ, რამოსი ჩემს საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო კაპიტნის ადგილს იკავებს.“
MARCA
- 11 ივნისი 2021
- 1 213
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.