ვინ უკაპიტნებს „რეალს?“
დრო გადის, სერხიო რამოსის მომავალი კი კვლავ ბურუსით არის მოცული. თუ არაფერი შეიცვალა, ანდალუსიელი მცველი თვის ბოლოს დატოვებს „რეალის“ რიგებს.
„ოთხიანის“ წასვლის შემთხვევაში, სამეფო კლუბის პირველი კაპიტანი მარსელო გახდება, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ბრაზიელი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად აღარ მოიაზრება, მოედნისაკენ გუნდს კარიმ ბენზემა გაუძღვება. საგულისხმოა, რომ მრავალი წლის განმავლობაში პირველად, „ბლანკოსის“ სამკლავურს ესპანელი პატრონი არ ეყოლება.
როგორც იცით, რამოსმა აღნიშნული წოდება კასილიასისგან გადაიბარა, ხოლო ამ უკანასკნელმა რაულისგან. კაპიტნობის ჟამს, სერხიომ 12 ტიტული აღმართა (6 სეზონის განმავლობაში), იკერმა 7 (5 სეზონის განმავლობაში), ხოლო გონსალეს ბლანკომ 4 (7 სეზონის განმავლობაში).
MARCA
- 11 ივნისი 2021
- 1 170
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.