ვლაჰოვიჩისთვის „იუვენტუსიც“ იბრძოლებს
იტალიური გამოცემების ცნობით, სერბი ფორვარდი, დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის „იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის რადარზეც აღმოჩნდა.
„ფიორენტინას“ თავდამსხმელით ფლორენტინო პერესიც ინტერესდება, მაგრამ ფრთხილ ნაბიჯებს დგამს, ვინაიდან ლუკა იოვიჩის ცუდი მაგალითი აქვს, რომელიც გერმანიაში ბრწყინავდა, თუმცა ლა ლიგაში ფეხი ვერ მოიკიდა.
ვლაჰოვიჩი სერია „ა“-ში ბრწყინვალედ გამოდის და „ფიორენტინას“ შეუცვლელი წევრია, სწორედ ამიტომ ფიქრობს „ბებერი ქალბატონი“, რომ მისი დამატება კარგი ვარიანტი იქნება.
ახალგაზრდა თავდამსხმელის ფასი დაახლოები9თ 35 მილიონი ევროა, მაგრამ თუ „რეალი“ პროცესებს არ დააჩქარებს, დუშანი „იუვეს“ უარს არ ეტყვის და ფლორენტინოს გეგმა ჩავარდება.
- 11 ივნისი 2021
- 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.