მაიკონი და დი მარია ამ კვირაში?
ესპანური საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია და ამ კვირაში "ბლანკოსი" ორ ხმაურიან ტრანსფერს შემოგვთავაზებს.
ას-ზე დაყრდნობით სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე ყველა დეტალი განიხილა ბენფიკასთან და ანხელ დი მარია რამდენიმე დღეში რეალის ფეხბურთელი გახდება. ამავე გამოცემაზე დაყრდნობით პორტუგალიელები მადრიდში იმყოფებოდნენ და ახალგაზრდა კანტერანოებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს ესპანურ მხარესთან.
რაც შეეხება დგულას მაიკონს. როგორც ჩანს მასიმო მორატი მაინც შეელევა ბრაზილიელ მარჯვენა მცველს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინავს. მადრიდელებს არ სურთ 35 მილიონის გადახდა და ისინი ეცდებიან რამდენიმე მილიონით შეამცირონ მასიმოს მიერ დასახელებული თანხა. სავარაუდოდ მაიკონი 27-30 მილიონად გაიყიდება.
- 22 ივნისი 2010
- 1 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.