„მილანი“ „რეალის“ 2 ფეხბურთელში 50 მილიონს იხდის
იტალიური გამოცემების ცნობით, „მილანი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზულ აქტიურობას გეგმავს.
გარდა იმისა, რომ „როსონერი“ ბრაჰიმ დიასის კიდევ 1 წლით დატოვებასა და გამოსყიდვის უფლების მოპოვებაზე მუშაობს, მადრიდის „რეალის“ კიდევ 2 ფეხბურთელის მიმართ გამოხატავს ინტერესს და მზად არის, 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. იტალიელთა რადარზე ისკო ალარკონი და ალვარო ოდრიოზოლა არიან.
ორივე მოთამაშის მადრიდული მომავალი გაურკვეველია, აქედან გამომდინარე, შეთანხმების მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
„მილანი“ ზაფხულში ლონდონელი ჰაკიმ ზიეშის დამატებაზეც მუშაობს და თვლის, რომ ზემოაღნიშნული ფეხბურთელების დამატების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონატის მოგებას შეძლებს.
- 11 ივნისი 2021
- 1 113
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.