ანჩელოტიმ ლევანდოვსკის პირადად დაურეკა
კარლო ანჩელოტი რობერტ ლევანდოვსკის კარგად იცნობს. „ბაიერნის“ მწვრთნელობის დროს, იტალიელი სპეციალისტი მთავარი კოზირი სწორედ პოლონელი გახლდათ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლევანდოვსკი „ბაიერნის“ დატოვებას აპირებს, მადრიდის „რეალი“ გააქტიურდა. მეტიც, კარლო ანჩელოტიმ ყოფილ შეგირდს პირადად დაურეკა და ესპანეთის დედაქალაქში გადასვლა შესთავაზა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს პოლონელ ფორვარდს 2+1 ფორმატის კონტრაქტს სთავაზობს და მზად არის, ხელფასის სახით 9.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბმა გეზი შეიცვალა და ლევანდოვსკი ერთ-ერთ სატრანსფერო პრიორიტეტად აქცია, პერესი თვლის, რომ მისი დამატებით გუნდის შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- 11 ივნისი 2021
- 1 867
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.