მარსელოს მომავალი ცნობილია - რეალმა გადაწყვეტილება მიიღო!
ესპანური გამოცემების ცნობით, მარსელო ვიეირას მომავალი ცნობილია. როგორც სჩანს, კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიელი ფეხბურთელის დარჩენაში დარწმუნება შეძლო.
„ბლანკოსმა“ ვიცე-კაპიტანს დაუდასტურა, რომ მის პოზიციას პატივს სცემს და თუ ფეხბურთელს წასვლა აქვს განზრახული, „მერენგების“ მხრიდან შეფერხება არ იქნება, თუმცა ვიეირამ გადაწყვეტილება შეცვალა, რაც ანჩელოტისთან კონსულტაციის შემდეგ მოხდა.
ვიეირა აპირებს, რომ „ბლანკოსთან“ არსებული კონტრაქტი ამოწუროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაემშვიდობოს სამეფო კლუბს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში ან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ბრაზილიას მიაშურებს და ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობება.
- 11 ივნისი 2021
- 4 945
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.