„რეალის“ და „ატლეტიკოს“ პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი „ატლეტიკოს“ პრეზიდენტს, ენრიკე სერეზოს ერთ-ერთ მადრიდულ რესტორანში შეხვდა...
პაპარაცებს ეს ფაქტი არ გამორჩენიათ და შეხვედრის აღმნიშვნელი ფოტო ინტერნეტ სივრცეში მომენტალურად გაავრცელეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რაზე ისაუბრეს ესპანური გრანდების ხელმძღვანელებმა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ ლა ლიგის სასტარტო მატჩების „როხიბლანკოს“ სტადიონზე ჩატარებას განიხილავს.
- 10 ივნისი 2021
- 1 895
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.