თუ წასვლა გინდა, წადი - „რეალმა“ გადაწყვეტილება მიიღო
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი რაფაელ ვარანზე გაბრაზებულია. კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს ახალი, 6 წლიანი კონტრაქტი წარუდგინა, მაგრამ მოთამაშისგან პასუხი საერთოდ ვერ მიიღო...
როგორც სჩანს, „ბლანკოსი“ ფეხბურთელის გაყიდვას განიხილავს და მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება აქვს მიზნად დასახული, რომელსაც თავის მხრივ, კილიან მბაპეს ტრანსფერს მოახმარს.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობისთვის რაფაელის ინერტულობა და შეთავაზების უპასუხოდ დატოვება შეურაცმყოფელია.
დაუდასტურებელი ინფორმაცით, მადრიდული გრანდის წარმომადგენლებმა ვარანს უთხრეს, რომ თუ წასვლა უნდა პრობლემა აღარ შეექმნება და წავა.
- 10 ივნისი 2021
- 5 884
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.