რაულის ოჯახისთვის ამერიკაში ცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის კაპიტანი, რაულ გონსალეს ბლანკო არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება და მან შესაძლოა "ბლანკოსი" დატოვოს. ესპანურ საინფორმაციო წყაროებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ელ კაპიტანოს" ოჯახისთვის ესპანეთის დატოვება პრობლემა არ არის.
რაულის მეუღლემ,სანსმა, განაცხადა, რომ იგი სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის წინააღმდეგი არ არის. გონსალესის შვილებიც იგივე აზრზე არიან.
მოგეხსენებათ ესპანელი ფეხბურთელის შეძენით ამერიკული გუნდები არიან დაინტერესებულნი. "ელ კაპიტანომ" ამ თემასთან დაკავშირებით პატარა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც მკვეთრად გამოხატა მისი აზრი ოჯახთან დაკავშირებთ.
"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ, მთავარია ოჯახთან ერთად ვიყო და ოჯახური იდილია არ დაირღვეს, ჩემი მეუღლე და შვილები უპირველესები არიან და შემდეგ ყველაფერი სხვა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ გუნდში ვითამაშებ, მთავარია პირობები ოჯახსსაც მოეწონოს" - განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა.
- 22 ივნისი 2010
- 2 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.