ფლორენტინო პერესი რამოსს არ დაურეკავს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი სერხიო რამოსთან დარეკვას არ აპირებს. ფლორენტინო კაპიტანზე გაბრაზებულია, რადგან მან პრესკონფერენციის მოწვევა და ბევრი საკითხის სააშკარაოზე გამოტანა გადაწყვიტა.
„მარკას“ ინფორმაციით, პერესი მზად არის, სერხიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, მაგრამ ამისთვის თავად ფეხბურთელი უნდა მივიდეს კლუბთან და საკუთარი პოზიცია გააცნოს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, სერხიოს აგენტმა სამეფო კლუბთან შეხვედრა უკვე დაგეგმა.
- 9 ივნისი 2021
- 2 788
- 24