მადრიდში მიაჩნიათ, რომ ჰოლანდი „ჩელსის“ უარს ეტყვის
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის „ჩელსი“ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე ძალიან სერიოზულად მუშაობს, მადრიდის „რეალში“ თვლიან, რომ სანერვიულო არაფერია...
ფლორენტინო პერესის აზრით, ნორვეგიელი ფეხბურთელი „არისტოკრატებს“ უარს ეტყვის და 2022 წელს მადრიდული გრანდის გააქტიურებას დაელოდება.
თავის მხრივ, რომან აბრამოვიჩმა ჰოლანდი „ახალ დროგბად“ მონათლა და მისთვის საკმაოდ მიმზიდველი კონტრაქტი გაამზადა.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები.
- 9 ივნისი 2021
- 1 087
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.