„რეალს“ სატრანსფერო გეგმა ჩაუვარდა - ჰოლანდი კარიერას ინგლისში განაგრძობს?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებთ ისედაც მცირე შანსები კიდევ უფრო შეუმცირდა. ახალგაზრდა წინახაზელზე ძალიან სერიოზულად მუშაობას „ჩელსის“ ხელმძღვანელობა და მოლაპარაკებებსაც ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს.
რომან აბრამოვიჩი თვლის, რომ ნორვეგიელი ფორვარდი ტომას ტუხელის გუნდს ძალიან გამოადგება და ტრანსფერი მალევე უნდა შედგეს. „არისტოკრატთა“ მფლობელი მიიჩნევს, რომ მოვლენების 2022 წლამდე გადადება არ შეიძლება, ვინაიდან იმ მომენტისთვის ჰოლანდზე კიდევ უფრო მეტი გუნდი გამოაცხადებს პრეტენზიას.
The Telegraph-ისა და Daili Express-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა უკვე რამდენჯერმე ესაუბრა მინო რაიოლას და 5 წლიანი კონტრაქტის დეტალები გააცნო.
თავის მხრივ, არც ფეხბურთელი აცხადებს უარს პრემიერლიგაში გადასვლაზე და როგორც სჩანს, მისთვის „ჩელსის“ ვარიანტი მიმზიდველია.
- 8 ივნისი 2021
- 4 995
- 2