„მილანთან“ შეთანხმება ახლოს არის
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და „მილანს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით სრულდება.
ბრაჰიმ დიასი ძალიან დიდი ალბათობით მომდევნო სეზონშიც „მილანში“ ითამაშებს. ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ „როსონერის“ ახალგაზრდა წინახაზელის გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა.
როგორც სჩანს, ბრაჰიმი კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის და იტალიელი თვლის, რომ მოთამაშის იტალიაში დარჩენა ოპტიმალური გამოსავალი იქნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდა მოუწევს „მილანს“ „ბლანკოსისთვის“, თუ ფეხბურთელის გამოსყიდვას გადაწყვეტს.
- 8 ივნისი 2021
- 1 219
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.