სერხიო რამოსის ძმა პარიზშია და „პსჟ“-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ფრანგული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ ლეგენდის, სერხიო რამოსის ძმა, რენე რამოსი, რომელიც ამასთანავე მისი აგენტია, პარიზში იმყოფება და „პსჟ“-ს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
სერხიოს ალ ჰელაიფი 2 წლიან კონტრაქტს და წლიურად 12 მილიონ ევროს პირდება. როგორც სჩანს, პარიზული მხარე სერიოზულ ინტერესს იჩენს და სწორედ ამან განაპირობა რენე რამოსის საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლა.
ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ „პსჟ“ სერხიოსთან 2+1 ფორმატსაც განიხილავს, მაგრამ მესამე წელს ესპანელის შემოსავალი 12-იდან 9 მილიონამდე შემცირდება.
გარდა პარიზული გრანდისა, რამოსის დამატებაზე პრემიერლიგის ტოპ კლუბებიც ზრუნავენ, მათ შორის არის მანჩესტერ „სიტიც“, რომლის მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლას მიიჩნევს, რომ რამოსი მანჩესტერული კლუბის დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
- 7 ივნისი 2021
- 11 524
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.