აქამდე უცნობი დეტალი „რეალისა“ და ანჩელოტის კონტრაქტიდან!
კარლო ანჩელოტისა და მადრიდის „რეალის“ კონტრაქტში ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი დევს, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო.
სამეფო კლუბი ნებისმიერ მწვრთნელთან, ნებისმიერი ხანგრძლივობით თანამშრომლობის დროს თავს იზღვევს და კონტრაქტში ხელფასის გადახდის პირობებს აყალიბებს. მაგალითად - რამდენ წლიანი ხელშეკრულებაც არ უნდა ჰქონდეს გაფორმებული გუნდის დამრიგებელს, ის თამამდებობიდან წასვლის შემთხვევაში მხოლოდ იმ რაოდენობის ხელფასს იღებს, რამდენიც კონკრეტულად იმ სეზონის დასრულებამდე უნდა გამოიმუშავოს. თუ სპეციალისტს 3 წლიანი კონტრაქტი აქვს და გუნდს მეორე სეზონის შუაში დატოვებს, ის მიიღებს მხოლოდ მეორე სეზონის თანხას და მესამე წლის შემოსავალი არ დაუფიქსირდება.
ანჩელოტის შემთხვევაში საქმე სხვა გარემოებასთან გვაქვს. დიახ, კარლიტომ „ევერტონთან“ შედარებით, „რეალში“ ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმცირა და მხოლოდ 6 მილიონს დათანხმდა, მაგრამ თუ მას „ბლანკოსი“ დროზე ადრე დაითხოვს, იტალიელის 3 წლის ხელფასის, ანუ 18 მილიონი ევროს ერთიანად გადახდა მოუწევს.
ზემოაღნიშნული გარემოება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ფლორენტინო პერესმა ანჩელოტის ახალი გუნდის მშენებლობა და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამოყალიბება დაავალა.
- 5 ივნისი 2021
- 6 348
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.