Defensacentral - ზიდანს წასვლისკენ დიუპონის საკითხმაც უბიძგა
სანამ გასული სეზონი დასრულდებოდა, ესპანურ გამოცემებში აქტიურად იწერებოდა, რომ ფლორენტინო პერესი სეზონის ბოლოს გუნდის ფიზ.მომზადების მწვრთნელს, გრეგორი დიუპონს გაუშვებდა. ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანის უახლოესი მეგობარი და სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.
Defensacentral-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა გუნდის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ დიუპონტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეეცვალა, ვინაიდან გუნდში არსებული პრობლემები მისი ბრალი არ იყო, თუმცა პერესი მხოლოდ იმ ციფრებით საუბრობდა, რომელიც გუნდს ტრავმების მიმართულებით ჰქონდა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ზიზუს წასვლის გადაწყვეტილება ბოლომდე არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ გრეგორის საკითხი მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში პოსტის დატოვება გადაწყვიტა.
- 5 ივნისი 2021
- 1 880
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.