ანჩელოტისთვის მილიტაო და ვალვერდე ხელშეუხებლები არიან
კარლო ანჩელოტისთვის მადრიდის „რეალში“ 2 ფეხბურთელი აბსოლუტურად ხელშეუხებელია. იტალიელ სპეციალისტს თაობათა ჩანაცვლების მისია აქვს დაკისრებული.
ანჩელოტისთვის ედერ მილიტაო და ფედერიკო ვალვერდე ხელშეუხებელი ფეხბურთელები არიან და ის მათ არავითარი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის. კარლიტო თვლის, რომ ვალვერდე სამეფო კლუბში ეპოქას შექმნის და მისი მონაცემები საოცარია.
რაც შეეხება მილიტაოს. იმ ფონზე, რომ რამოსს ასაკი ემატება და ისედაც არავინ იცის, რჩება თუ არა სამეფო კლუბის რიგებში, ბრაზილიელის საჭიროება კიდევ უფრო იზრდება.
კარლოს აზრით, მილიტაომ გასული სეზონის დასკვნით ფაზაში დაამტკიცა, რომ ძალიან დიდ პერსპექტივას ფლობს.
- 5 ივნისი 2021
- 5 852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.