მარსელომ გადაწყვეტილება შეცვალა?
ესპანური გამოცემების ცნობით, მარსელო ვიეირასა და კარლო ანჩელოტის შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა და იტალიელმა ბრაზილიელ ვიცე-კაპიტანს დარჩენა სთხოვა.
ანჩელოტი ზინედინ ზიდანისგან განსხვავებით მარსელოს გამოყენებას უფრო ხშირად გეგმავს, თანაც არამხოლოდ დაცვის მარცხენა ფლანგზე, არამედ ნახევარდაცვაშიც.
კარლიტოს პირველი მმართველობის დროს მარსელოს ნახევარდაცვაში რამდენჯერმე უთამაშია და საკმაოდ ნაყოფიერადაც. ბრაზილიელის ტექნიკა ყოველთვის თვალსაჩინო იყო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მარსელო ანჩელოტის შეპირდა, რომ ამ ზაფხულს აღარ წავა და „ბლანკოსს“ 2022 წლის ზაფხულში გამოემშვიდობება, როდესაც მისი კონტრაქტი ამოიწურება.
ინფორმაცია ოფიციალური არ არის, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- 4 ივნისი 2021
- 2 392
- 8