ანჩელოტი „რეალს“ სანდრო ტონალის შეძენას ურჩევს
კარლო ანჩელოტი ჯერ კიდევ „ევერტონის“ სათავეში ყოფნის დროს აცხადებდა, რომ მადრიდის „რეალს“ სანდრო ტონალი უნდა შეეძინა და სწორედ ეს ფეხბურთელი მოახდენდა ლუკა მოდრიჩის სრულფასოვან ჩანაცვლებას.
როგორც სჩანს, იტალიელ სპეციალისტს პოზიცია არც ახლა შეუცვლია და ფლორენტინო პერესს უთხრა, რომ ადრე თუ გვიან ტონალი მადრიდისტა უნდა გახადოს.
ანჩელოტი სანდროს ამ ზაფხულსვე დამატებას არ ითხოვს, თუმცა მას სამომავლო პერსპექტივაში განიხილავს და თვლის, რომ მოდრიჩის იდეალური შემცვლელი იქნება.
ტონალის იტალიაში „ახალ პირლოდ“ მოიხსენიებენ, მას ასევე ხშირად ადარებენ რიკარდო კაკასაც.
- 4 ივნისი 2021
- 7 140
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.