პორტუგალიამ ჩრდილოეთ კორეასთან "ივარჯიშა" (7 - 0)
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებსა და ჩრდილოეთ კორეის ეროვნულ ნაკრებს შორის. მატჩი წითლების გამარჯვებით ანგარიშით 7 - 0 დასრულდა.
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა. იგი მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა მოწინააღმდეგე გუნდის კარის აღებას, თუმცა ამას ვერ ახერხებდა. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კორეელები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები და რამოდენიმეჯერ პორტუგალიის გულშემატკივარი შეაშინეს.
პირველი ტაიმისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი. პორტუგალიელებმა კიდევ ექვსი გოლის გატანა შეძლეს. ერთი გოლი და საგოლე გადაცემა სამეფო კლუბის ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს სახელზეა. ასევე რონალდომ შორიდან სცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა სამხრეთ კორეა ძელმა იხსნა.
გოლები გაიტანეს: რაულ მეირელესი 29’, სიმაო 53’, ალმეიდა 56’, რიაგო 60’, 89’, ლეიდსონი 81’ და კრიშტიანო რონალდო 87’.
შეფასებები:
ერუარდო - 7
მიგელი - 7
კარვალიო - 7
ბრუნო ალვესი - 6
კოენტრაო - 7
მენდესი - 6
ტიაგო - 7
რაულ მეირელესი - 8
სიმაო - 8
კრიშტიანო რონალდო - 7
ალმეიდა - 7
შეცვლაზე შემოსულები:
ველოსო - 7
დუდა - 7
ლეიდსონი - 8
- 21 ივნისი 2010
- 2 174
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.