ლუკას ვასკესი: „მადლიერი ვარ ყველაფრისათვის“
ლუკას ვასკესმა მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან.
„სამეფო კლუბთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმე და უაღრესად ვამაყობ აღნიშნული ფაქტით. ვფიქრობ, ნამდვილდ განსაკუთრებული დღეა ჩემს ცხოვრებაში. ოცნება გრძელდება აქ, სადაც ჩემი სახლია. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ 2024 წლის ზაფხულამდე დავიცავ „რეალის“ ღირსებას.“
„მე იმ მოთამაშეთა რიგებს მივეკუთვნები, რომლებიც „რეალის“ ფასეულობებით აღიზარდა. ეს ძალიან მახარებს როგორც მე, ასევე ჩემს ოჯახს. რა თქმა უნდა, სიამაყესთან ერთად, ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობაც არის. კლუბის მთავარ ღირებულად ითვლება - თავდაუზოგავი მუშაობა, სხვების პატივისცემა და თავმდაბლობა. თეთრი მაისურით 240 მატჩი დამიგროვდა, მაგრამ ვიბრძოლებ, რათა ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზარდოს. როდესაც კლუბში გავწევრიანდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენს მივაღწევდი. მადლიერი ვარ ყველაფრისათვის.“
„ყველა ჩემი მოგონება დაკავშირებულია ფეხბურთთან. მახსოვს, როგორ გავიტანე გოლი ფუტზალის ერთ-ერთ ტურნირზე და შემდეგ მაისური ავიწიე თავს ზემოთ. ამ დროს შიგნით რაულის მაისური მეცვა. ადრე, ხშირად ვბაძავდი „რეალის“ ფეხბურთელებს გატანილი ბურთის აღნიშვნის დროს.“
„როდესაც პირველად შემოვაღე კარი „რეალ მადრიდ სითიში,“ ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი. მაშინვე დავინახე აქ არსებული მასშტაბები. ტერიტორიის თითოეული ნაწილი და კუთხე ფეხბურთით იყო გაჟღენთილი. ვფიქრობ, დიდებული შესაძლებლობა მქონდა ვყოფილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ. ამისათვის დიდი მადლობა „რეალს.““
„„უნდესიმას“ მოგება ტკბილად მახსენდება. პენალტის შესრულების დროს მეტად თავდაჯერებული მივედი ბურთთან, მხოლოდ გუნდის დახმარებაზე ვიყავი კონცენტრირებული და არ მიფიქრია თერთმეტმეტრიანს გაფუჭებაზე. მადლობა ღმერთს ზუსტად შევასრულე და პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დავეუფლე. ეს იყო უნიკალური მომენტი.“
„კარგად მახსოვს, როდესაც თანაგუნდელებთან ერთად ვიზეიმე ტიტული, შემდეგ მოედანზე ჩემი მეუღლე და ძმა შემოვიდნენ, რომლებსაც ძლიერად ჩავეხუტე და ემოციები გავუზიარე. იმდენად დაძაბულნი ვიყავით სამივე, რომ ტირილი დავიწყეთ. ჩვენ ისტორია შევქმნეით, როდესაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მიჯრით სამჯერ მოვიგეთ. ჯერჯერობით, აღნიშნულ მიღწევას სათანადო აღიარება არ მოუპოვებია. ვფიქრობ, წლების შემდეგ უკან მოვიხედავთ და ვიტყვით - ეს ყველაფერი იყო გასაოცარი.“
„პოზიცია? როდესაც წინ მიწევს თამაში, ყოველთვის ვცდილობ ვიყო გახსნილი და ერთგვარად დაკავშირებული თანაგუნდელებთან, რათა საუკეთესო ვარიანტის პოვნა შევძლო, ხოლო როდესაც უკანა ხაზში ვირჯები, ვცდილობ, მაქსიმალურად გავიგო თამაში, მაგრამ ამასთანავე კარგად მესმის, რომ შესაძლებელია ჩემი ასპარეზობა ისეთივე ეფექტური ვერ იყოს, როგორც თავდამსხმელის პოზიციაზე. ამპლუას მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე ყოფნის დროს, მაქსიმალურად უნდა დაეხმარო გუნდს.“
„ყოველთვის ვიღებ რამდენიმე რჩევას - ვიყო მამაცი და არასდროს ვინანო წარსულით. ამასთანავე, ყოველდღიურად მივიღო სიამოვნება ცხოვრებით. ფეხბურთი განსაკუთრებულია და თუ შენ შეგიძლია სიამოვნების მიღება, ეს შთამბეჭდავია.“
- 3 ივნისი 2021
- 1 770
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.