ისკოს გეგმები შესაძლებელია შეიცვალოს
ესპანელი ნახევარმცველისთვის განვლილი სეზონი ყველაზე უფერული გამოდგა საფეხბურთო კარიერაში.
რიგი გამოცემების ინფორმაციით, ისკოს გადაწყვეტილი ჰქონდა ზაფხულის სტარანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება, თუმცა ანჩელოტის „რეალში“ დაბრუნების შემდეგ, შესაძლებელია ფეხბურთელის გეგმები შეიცვალოს.
2013-2015 წლებში, როდესაც კარლო თავკაცობდა სამეფო კლუბს, ალარკონს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის სტატუსი ჰქონდა შემადგენლობაში. მასთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნა, რომ ისკო ძალიან გახარებულია იტალიელი დამრიგებლის დანიშვნით, რასაც ანჩელოტის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე („რეალში“ მუშაობასთან დაკავშირებით) მისი „მოწონებაც“ მოწმობს.
ისკოს 2022 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი ხელშეკრულება სამეფო კლუბთან. მისი წლიური გასამრჯელო 6 მილიონ ევროს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ, ამ მომენტისათვის, ფეხბურთელის პოტენციალით არცერთი კლუბი არ არის დაინტერესებული. მისთვის საუკეთესო გამოსავალია გუნდში დარჩენა და სათამაშო წუთებისათვის ბრძოლა, თუმცა ეს ყველაფერი ანჩელოტისთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.
თავის მხრივ, „რეალის“ გეგმებში სულაც არ შედის მომავალ წელს ისკოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება.
AS
- 3 ივნისი 2021
- 2 280
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.