მოურინიომ „რეალი“ უარით გაისტუმრა
ზინედინ ზიდანის კლუბიდან წასვლის შემდეგ, „რეალი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდა.
The Telegraph-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტიმდე, მადრიდელები ასევე ყოფილ დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდნენ, რომელიც ცოტა ხნის წინ „რომას“ თავკაცი გახდა. „სანტიაგო ბერნაბეუდან“ პორტუგალიელს არაფორმალურ გარემოში ორჯერ შესთავაზეს ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგება, თუმცა ერთ დროს „განსაკუთრებულმა“ მწვრთნელმა უარით გაისტუმრა „თეთრები,“ რის შემდეგაც უკვე მოლაპარაკებები დაიწყო პაპა კარლოსთან.
- 3 ივნისი 2021
- 1 669
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.