ანჩელოტის „რეალში“ მენდი დახვდა
სამეფო კლუბში დაბრუნებულ ანჩელოტის, ძველთან ერთად, ბევრი ახალი სახეც დახვდა.
„რეალში“ ოფიციალური წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პაპა კარლომ დასძინა, რომ ყურადღებით შეისწავლის შემადგენლობას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
საგულისხმოა, რომ იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში იქნება ფერლანდ მენდი, რომელსაც დამრიგებელმა ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ მუშაობის დროს დაადგა თვალი და მეტიც, 2019 წელს, ნეაპოლიტანელებს ფრანგი განაპირა მცველის ყიდვაც ჰქონდათ განზრახული, თუმცა „ლიონმა“ მათი 25 მილიონ ევროიანი შეთავაზება მყისვე დაბლოკა. ამის შემდეგ, მენდი სამეფო კლუბა დაიბევა (40 მილიონი ევროს სანაცვლოდ).
MARCA
- 3 ივნისი 2021
- 1 778
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.