ბენზემამ აგენტის სტატუსი მოირგო
როგორც იცით, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კარიმ ბენზემა ეროვნული ნაკრების რიგებში დააბრუნეს.
სამეფო კლუბის ბომბარდირის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით მეტად გახარებულნი არიან მადრიდში. პარალელურად, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფიქრობენ, რომ „ცხრიანს“ ერთ-ერთი გარდამტეხი როლის თამაში შეუძლია კილიან მბაპეს ტრანსფერში.
L'Equipe-ს ინფორმაციით, ფეხბურთელები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ერთმანეთთან და მეტიც, კარიმი აქტიურად ესაუბრება ახალგაზრდა კოლეგას მადრიდის „რეალსა“ და იქ არსებულ სიტუაციაზე.
რამდენიმე დღის წინ, თავად ბენზემამაც პრესის წინაშე განაცხადა, რომ მბაპეს ყველანაირი მონაცემი აქვს, რასაც „ბლანკოსის“ ფეხბურთელი უნდა ფლობდეს.
MARCA
- 2 ივნისი 2021
- 1 429
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.