ახალი სკანდალი - რამოსმა „რეალი“ გააბრაზა
El Transistor-მა სერხიო რამოსთან დაკავშირებით სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ჟურნალისტი იუწყება, კაპიტანმა თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ არსებული კრიზისის ფონზე ხელფასების შემცირებაზე უარი განაცხადონ, ვინაიდან, სამეფო კლუბი დაზოგილი თანხის გამოყენებას მბაპეს ტრანსფერში აპირებს. ბუნებრივია, აღნიშნული ამბის პრესაში გაჟღერების შემდეგ, კლუბი ძალიან გაბრაზებულია რამოსზე, რომელსაც მიმდინარე თვის ბოოს ეწურება მოქმედი ხელშეკრულება „რეალთან“ და მისი მომავალი ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული.
„რამოსის წასვლა უფრო ხმაურიანი იქნება, ვიდრე ზიდანის. ეს ყველაფერი კი უახლოეს დღეებში მოხდება“ - დასძინა ხოსე რამონ დე ლა მორენამ (ჟურნალისტი).
- 2 ივნისი 2021
- 6 577
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.