არიგო საკი:„ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებას მივესალმები“
არიგო საკის აზრით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა კარლო ანჩელოტის დაბრუნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„„ბლანკოსის“ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც მივესალმები. ანჩელოტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტია, რომელმაც „რეალთან“ ერთად დიდ წარმატებას მიაღწია და „ლა დესიმაც“ მის სახელს უკავშირდება.“
„დარწმუნებული ვარ, კარლო დიდი ენთუზიაზმით იმუშავებს და სამეფო კლუბში წარმატების მიღწევას შეძლებს.“
„ზიდანის სამუშაო ნამდვილად დასაფასებელია. ფრანგმა ლეგენდამ დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ გააართვა თავი, ის მხოლოდ მადლობას იმსახურებს.“
- 2 ივნისი 2021
- 1 150
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.