ანჩელოტის „რეალში“ მოგებების 75%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა
კარლო ანჩელოტი არის მადრიდის „რეალის“ ისტორიის პირველი მწვრთნელი, რომელსაც მოგებების 75%-იანი მაჩვენებელი აქვს. იტალიელი სპეციალისტის გუნდთან თუმცა ფრის მიღწევა უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა.
ანჩელოტიმ 2013-2015 წლებში მადრიდის „რეალს“ 119-ჯერ უთავკაცა, საიდანაც 89 მატჩი მოიგო, 14-ჯერ ფრეს დასჯერდა და 16 წააგო. იტალიელი სპეციალისტის გუნდმა 119 დაპირისპირებაში 322 გოლი გაიტანა და 102 გაუშვა.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში სამეფო კლუბს კვლავ კარლიტო ჩაუდგება სათავეში, მადრიდისტებს კი იმის იმედი აქვთ, რომ ანჩელოტი არჩეულ სტილს არ უღალატებს და გუნდს განსაკუთრებულ სტაბილურობას შესძენს.
- 1 ივნისი 2021
- 1 492
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.