კაკა "კოტ დიუართან" გააწითლეს
დუნგას დარიგებულმა ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, 2010 წლის აფრიკის მუნდიალზე მეორე მატჩი ჩაატარა.
სამხრეთ ამერიკელების მოწინააღმდეგე, კოტ დიუარის ნაკრები გახლდათ."ყვითლებმა" დაძაბულ ბრძოლაში, 3-1 დაამარცხეს მეტოქე და ფაქტიურად ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს.აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა მადრიდისტმა, კაკამ, აფრიკელებთან მატჩში ორი საგოლე პასი და წითელი ბარათი მოინადირა.სამწუხაროდ, რიკარდო თავის თანაგუნდელებს, პორტუგალიასთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ცნობისათვის, ბრაზილიელთა მხრიდან ფაბიანომ დუბლითა და ელანომ ერთი გოლით გამოიჩინეს თავი, ხოლო სპილოს ძვლის სანაპიროელთა რიგებიდან, ერთადერთი გოლი დროგბამ შეაგდო.
- 21 ივნისი 2010
- 2 857
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.