ჩეფერინი:„„რეალის“, „ბარსას“ და „იუვენტუსის“ ქმედებები საზღვრებს სცდება“
„უეფას“ პრეზიდენტმა, მადრიდის „რეალის“, კატალონიის „ბარსელონას“ და ტურინის „იუვენტუსის“ ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და განაცხადა, რომ ამ გუნდების პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია და ყოველგვარ საზღვრებს სცდება...
„ჩვენ გავეცანით ოფიციალურ განცხადებას, სადაც აღნიშნული კლუბები აცხადებდნენ, რომ სუპერლიგის პროექტი არ დასრულებულა და ჯერ კიდევ არსებობს. აქედან 2 დღეში კი მივიღეთ ოფიციალური განაცხადი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში მონაწილეობასთან დაკავშირებით.“
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაადეკვატური ქმედებები, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას. ჩვენ გვემურებიან სასამართლო პროცესებით, სამართლებრივი დავებით და ასე შემდეგ, თუმცა სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ამიტომ არაფერს შევუშინდებით.“
„მათ თქვეს, რომ ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია და არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თუ მართლაც ასეა, მაშინ რატომ სურთ აღნიშნულ ტურნირზე თამაში?“
- 1 ივნისი 2021
- 882
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.